ვატო შაქარიშვილი: “ფორმულას” დღევანდელი ქმედება სცდება არამარტო მედია სტანდარტებს არამედ ყველანაირ ეთიკურ საზღვრებს

“​ფორმულას” დღევანდელი ქმედება სცდება არამარტო მედია სტანდარტებს არამედ ყველანაირ ეთიკურ საზღვრებს, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს.

მისი აზრით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც აიკრძალება ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი, ცილისწამება და ყალბი ცნობების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

“ის, რაც დღეს ტელევიზიად წოდებულმა tv ფორმულამ გააკეთა – გაავრცელა უმძიმესი კადრები – სცდება არამხოლოდ მედია სტანდარტებს, არამედ ყოველგვარ ეთიკურ საზღვრებს. აღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც tv ფორმულას მხრიდან ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობა, რამაც კონკრეტული მედია საშუალებების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიიღო. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც აიკრძალება ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი, ცილისწამება და ყალბი ცნობების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით”, – აღნიშნავს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები