რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობაც“ ხვდება, რომ გახარია არა „ქართული ოცნების“, არამედ მათი ამომრჩევლის გადაბირებით არის დაკავებული

უკვე „ნაციონალური მოძრაობაც“ ხვდება, რომ გიორგი გახარია არა „ქართული ოცნების“, არამედ მათი ამომრჩევლის გადაბირებით არის დაკავებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საზოგადოება ხვდება, ვის სამსახურშია გახარია და მისი პარტია. თუკი ვინმეზე რაიმე სახის დარწმუნება მას შეუძლია მოახდინოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ის ამომრჩეველი, რომელიც ახალ მიხეილ სააკაშვილს ეძებს. შესაბამისად ამ განწყობით უკვე ფაქტია, რომ ის (გიორგი გახარია) მათ ამომრჩეველზე უფრო მუშაობს. ეს მათი საერთო სცენარის საწინააღმდეგო განვითარებაა, ამიტომ ეს საკითხები კიდევ უფრო დააჩქარებს ერთი პარტიის ბურჭულარიზაციას და მეორე პარტიის კიდევ უფრო მტკივნეულ მარცხს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები