ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მაჩიე ჩურასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები