„რამდენს ბედავს, რომ ჯარს მიმართავს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“…

მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯარისადმი მიმართვას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, თამარ კიკნაძე.
„თავს უფლებას ვაძლევ და მინდა, ჩემი აზრი ღიად დავაფიქსირო, როგორც ერთერთმა რიგითმა მოქალაქემ და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულმა ოჯახის წევრმა, როგორც გმირი ვაჟკაცის დედმამიშვილმა, გოგიტა კიკნაძის დამ.
სისხლი ამემღვრა, იმის მაგივრად, რომ ხმა ჩაიწყვიტოს და დადუმდეს, რამდენს ბედავს და მიმართავს ღირსეულ ქართველებს, რომლებიც მუდამ სამშობლოს სადარაჯოზე ვაჟკაცურად დგანან. არ უნდა მოძღვრავდეს ჩვენს ჯარს ეს ჩმორი კურდღელი, გალსტუკჭამია… რამდენს ბედავს, რომ ჯარს მიმართავს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და ვინც ამის იდეების გამზიარებელია, თუ კი ასეთი არსებობს ჯარში, ისიც ამნაირი არაკაცია და ჩმორი.
როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მართლა სამშობლო უყვარს და ფორმას ღირსეულად ატარებს, ამის მიმდევარი და აზრების გამზიარებელი იყოს. მიმიფურთხებია ყველასთვის თავიანთი ბელადიანად!
კარგად გვახსოვს ყველას აგვისტოს მოვლენები, ისიც არ დამვიწყებია, როგორი თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ წითელ ხიდზე, ასევე, ვერ დავივიწყებ რუსთაველზე გამართული ტაშფანდურას იმ დროს, როდესაც ქართველი ვაჟკაცები ქვეყანას იცავდნენ და ეწირებოდნენ. სწორედაც რომ ამ არაკაცისა და ,,ნაცების,, კისერზეა ჩვენი ბიჭების სისხლი. რამდენი ლამაზი სიცოცხლე შეიწირეს!
ისიც კარგად უნდა ახსოვდეს საზოგადოებას, მიტოვებული ჩვენი ვაჟკაცები, რომლებიც მზის გულზე იხრწნებოდნენ. რომ არა ჩვენი პატრიარქი, დღესაც არ ექნებოდათ ოჯახებს საფლავები… რამდენ დედას ჩააცვეს შავი, რამდენი ოჯახი გაამწესა ამ არაადამიანმა ბოროტმა ნაცსექტამ. ესენი არიან სწორედ ის ბოროტი ძალა, რომელსაც ერთი სული აქვთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიოს, რით ვერ დასრულდა ეს ბოროტება ჩემს ქვეყანაში, რომ ქვეყანა განვითარდეს ნორმალურად.
ესენი არიან ქართველი ერის მტრები. მათ სულში და ტვინში მხოლოდ ერთადერთი ბოროტი ზრახვები ტრიალებს, როგორ დაგვამხონ ქვეყანა ქართველ ერს თავზე…
მადლობა ღმერთს, საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაფერი კარგად გვახსოვს და არცერთი საღად მოაზროვნე ქართველი არ დაუშვებს ქვეყანაში ამათ დაბრუნებას. მთელი ერი და ბერი წინ აღუდგება ამ სისხლიან რეჟიმს“, – წერა თამარ კიკნაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლის ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები