განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის ხობის პოლიციის სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები