კახა კუჭავა: 2024 წელს ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე წარვადგინოთ

სულ ახლახანს დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ჩატარდა მსოფლიოს პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია. როდესაც ისინი საუბრობენ საქართველოზე, საუბრობენ ევროპაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო ნამდვილად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, – განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, დღეს მცხეთაში მერობის კანდიდატის დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.

„ისინი გვერდში გვიდგანან ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. რადგან სამი წლის შემდეგ, 2024 წელს, ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ განაცხადი წარვადგინოთ ევროკავშირის წევრობაზე და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად, როდესაც გვექნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი რეგიონები და ძლიერი თვითმმართველობა“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები