ბოლტონი: ტრამპს გამარჯვება მოპარეს, მაგრამ მეორედ ის გამარჯვებას ვერ შეძლებს
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას.
ამის შესახებ მან YES-Brainstorming-ის ფორუმზე თქვა.
“დიახ, მას გამარჯვება მოპარეს, მაგრამ საზოგადოების გონებაში ის დარჩება ადამიანად, რომელმაც წააგო არჩევნები. და მომდევნო არჩევნებზე ეს მის გამარჯვებას, რომც წავიდეს რესპუბლიკური პარტიის სახელით, შეუძლებელს ხდის”, – თქვა ჯონ ბოლტონმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აფიქსირებს, არ არის გამორიცხული, მან გეგმები შეცვალოს.