მიხეილ სარჯველაძე – Edison Research-ის კვლევაზე: არ ვიცი, ეს კვლევა რომელი ფანჩატურის სიახლოვეს ჩატარდა, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის

“ამ კვლევის შეფასება ცოტა რთულია, მე მეთოდოლოგიას მაინცდამაინც არ ვიცნობ. იქ ერთი პარტია ვიხილე, რომელიც შარშან ერთ პროცენტსაც ვერ აღწევდა და ახლა მას, თუ სწორად მახსოვს, 6 პროცენტი აქვს მინიჭებული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ Edison Research-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეალურად განსხვავდება ბევრი სხვა კვლევისგან, რომელიც შეიძლება, ტენდენციურადაც კი ჩაითვალოს, ისინიც კი რადიკალურად ეწინააღმდეგება.

„არ ვიცი, ეს კვლევა სად ჩატარდა, რომელი ფანჩატურის სიახლოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „საქართველოსთვის“ – 10%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები