თურქული ვაქცინა – Turkovac საგანგებო გამოყენებისთვის მზად არის
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, თურქული ვაქცინის – Turkovac-ის შემუშავების პროცესი იმ სტადიაზეა, როდესაც შეიძლება მის საგანგებოდ გამოყენებაზე განაცხადის გაკეთება.
მისი თქმით, პრეპარატის საწარმოებლად ერთ-ერთ საწარმო მზად არის. ასევე, შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ მეორე საწარმო იყოს მზად.
ამის შესახებ Anadolu წერს.
ვაქცინა Turkovac-ი ერჯიესის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ არის შემუშავებული, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად.
ცდების მესამე ფაზის ფარგლებში, პირველი ვაქცინა ანკარას საავადმყოფოში მოხალისეებს 22 ივნისს შეუყვანეს.