გიორგი გახარიას გუნდი ლაგოდეხში მაჟორიტარმა დატოვა
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლაგოდეხში კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ამჯერად საუბარია ვარდისუბანი – ცოდნისკარი – ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, ბესიკ ბებრიშვილზე. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.