Spiegel: 5-11 წლის ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

გერმანული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორის, Pfizer-ის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან – 11 წლამდე ბავშვებისთვის შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს მზად.

ამის შესახებ Der Spiegel-ს BioNTech-ის სამედიცინო კვლევის დირექტორმა, ოზლემ ტიურეჩიმ განუცხადა.

”უახლოეს კვირებში მსოფლიოს ხელისუფლებებს წარვუდგენთ ჩვენს კვლევებს ხუთიდან თერთმეტი წლის ბავშვებზე ცდების შესახებ და ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინის გამოსაყენებლად ნებართვის მისაღებად განაცხადს გავაკეთებთ. უკვე ვემზადებით წარმოებისთვის,” – თქვა თიურეჩიმმა.

ამავე დროს, მან დააზუსტა, რომ პრეპარატი იგივეა, რაც მოზრდილი ადამიანების ასაცრელად გამოიყენება, მაგრამ – ნაკლები დოზირებით.

თავის მხრივ, BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ კვლევის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია და დამუშავებას საჭიროებს ხელისუფლებების მიერ.

”ყველაფერი კარგად გამოიყურება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”, – თქვა შაჰინმა.

ამასთან, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია კვლევის შედეგების წარდგენა 6 თვიდან ბავშვების შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები