დანიაში ყველა კორონავირუსული შეზღუდვა მოხსნეს
დანიაში დღეიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნა, რომელიც კორონავირუსს უკავშირდებოდა.
ამიერიდან, ქვეყანაში COVID-19 არ განიხილება “საზოგადოებისთვის კრიტიკულ დაავადებად”.
საჯარო ღონისძიებებზე დასწრების დროს აღარ არის საჭირო ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა. მანამდე, ნიღბის რეჟიმი უკვე იყო გაუქმებული.
სექტემბრის დასაწყისში დანიაში, წელიწად-ნახევარში პირველად, გაიხსნა დისკოთეკები, თავდაპირველად, მხოლოდ კოვიდპასპორტიანებისთვის, თუმცა, ამიერიდან კლუბებში შესვლა ყველასთვის იქნება შესაძლებელი.
კოვიდსაწინააღმდეგო ზომების მოხსნის მიზეზი გახდა ვაქცინაციის მაღალი დონე: მთლიანად არის აცრილი 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 83%. ამავდროულად, დანიაში შესვლის რიგი შეზღუდვები რჩება – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ადამიანი.
სექტემბრის ბოლოსთვის, სავალდებულო შეზღუდვებიდან რეკომენდაციებზე გადასვლას დანიის მეზობელი შვედეთიც გეგმავს.