მამუკა მდინარაძე – მერობის კანდიდატების მიერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე: გავიდა ყველანაირი ვადა, დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ მესმის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მერობის კანდიდატების მიერ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებისგან თავის არიდებას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანდიდატებმა ამ საქციელით გარისკეს და გააჩინეს ეჭვები, თითქოს, მათ ეშინოდათ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება.
„მე მგონი, ნარკოლოგიურ ტესტებზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან გავიდა ყველანაირი ვადა. დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ ხომ, მაგრამ რატომ გარისკეს და რატომ დააყენეს რისკის ქვეშ, ეჭვი იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ეშინოდათ და ამ შიშის მიზეზები გასაგები შეიძლება, იყოს მე ნამდვილად არ ვიცი. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა და ეჭვი შეეტანა რაღაცაში, როგორც მინიმუმ, ირიბად მაინც, აუცილებლად იმავე დღეს წავიდოდი და ჩავაბარებდი, რადგან გადატანა ხდება ყურადღების სხვა საკითხებზე, ეს, რა თქმა უნდა, ეჭვს წარმოშობს, თუმცა, ამაზე არავის უფიქრია მაშინ, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და თბილისის მერს და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს და მის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია დავარქვათ თუნდაც, გადაიზარდა ეჭვებში და საკმაოდ ლეგიტიმურ ეჭვებში“, – აღნიშნა მდინარაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები