“საქართველოსთვის” ყოფილი წევრი ზეწოლას უარყოფს და პარტიას ურჩევს, სიმართლე თქვას

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადება, თითქოს, მათი პარტიის პროპორციული სიის წევრი, გიორგი ჯოჯუა ზეწოლის შედეგად პარტიიდან წავიდა, სიცრუე აღმოჩნდა.

თავად გიორგი ჯოჯუა აცხადებს, რომ ზეწოლა არ მომხდარა და მეტიც, მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 25 აგვისტოს ,,ფეისბუქზე,, დაწერა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიამ სიიდან არ ამოიღო და მეტიც, საოლქოში წარდგენილ სიაში შეიყვანა.

ფარულავას გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გახარიას პარტიის ის წევრები, ვინც პროტესტის ნიშნად გუნდს ტოვებენ, აცხადებენ, რომ მათი წასვლის მიზეზი პარტია “საქართველოსთვის” “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი და პარტიის არსებული პოლიტიკაა.

“მედიში რაც ვნახე, მათგან ვინც მიდიან ღიად საუბრობენ, რომ არ ეთანხმებიან გახარის პარტიის პოლიტიკას, მათ მიდგომებას “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით და სწორედ ამ კავშირების გამო ამბობენ უარს პარტიასთან შემდგომ თანამშრომლობაზე.

მე მესმის ამ ადამიანების, ეს არ არის სხვისი პრობლემა. ეს არის უშუალოდ ამ პარტიისა და მისი პოლიტიკის პრობლემა. რა ზეწოლაზეა საუბარი, როდესაც ეს ადამიანები ღიად და საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს. იმდენი ადამიანი გაექცათ, ახლა სურთ, რომ ტყუილებით გადაფარონ მათი პოლიტიკის მარცხი. კონკრეტულად გიორგი ჯოჯუა ჯერ კიდევ 25 აგვისტოს წერდა, რომ უარს ამბობდა პოლიტიკაში ყოფნაზე და ეს გადაწყვეტილება ამცნო თავის ,,ფეისბუქ,, აუდიტორიას, თუმცა, მიაუხედავად ამისა მაინც შეიყვანეს სიაში’’, – განაცხადა “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წევრმა, ლაშა გვასალიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ჯოჯუამ პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიიდან ამოღების შესახებ განცხადება საოლქოში გუშინ შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები