დევი ტაბიძე: მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ სიტუაციას ვაქცინირებულები დავხვდეთ

“რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურდება. მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებულები”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სასწავლო პროცესში ჩართული ყველა პირი უნდა იყოს აცრილი.

„როგორც მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე, პედაგოგები უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს გამოიწვევს მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები