ბათუმში პაციენტი კოვიდსასტუმროში შეყვანის დროს, ეზოში გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა გარდაცვალება”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები