აშშ-ში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა – სახელმწიფო მოხელეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

აშშ-ში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა  და ამიერიდან 500 დოლარი იქნება, ხოლო განმეორებითი დარღვევა მოქალაქეს 3 ათასი დოლარი დაუჯდება.

შესაბამისი ჩანაწერია გაკეთებული აშშ-ის პანდემიასთან ბრძოლის გეგმაში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარადგინა.

ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ან მალე მოაწერს განკარგულებებს აშშ-ის ადმინისტრაციაში მომუშავე ყველა თანამშრომლისა და სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ყველა პირისთვის.

გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ავალებს კომპანიებს, რომლებშიც 100-ზე მეტი თანამშრომელია, ჩაატარონ ვაქცინაცია ან ყოველკვირეული ტესტირება უზრუნველყონ.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ტოლერანტობა არავაქცინირებული ადამიანების მიმართ “მთავრდება”.

“ჩემი გზავნილი არავაქცინირებული ამერიკელებისადმი ასეთია: რაღას უნდა ველოდოთ, კიდევ რისი დანახვა გსურთ? ჩვენ ვაქცინაცია გავხადეთ უფასო, უსაფრთხო და მოსახერხებელი”, – განაცხადა ბაიდენმა.

შეერთებულ შტატებში ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს, ანუ 80 მილიონზე მეტ ადამიანს ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები