Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „საქართველოსთვის“ – 10%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” – Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 33%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25%;

„საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 10%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 6%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;

„ლელო „- 3%;

„ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%;

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2%;

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 2%;

„ერი – ლევან ვასაძე“ – 2%;

„დროა – ელენე ხოშტარია“ – 1%;

„მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 1%;

სხვა – 2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები