ვახტანგ გადელია: ჩვენ ერთად, ქალაქად და სოფლად, ეფექტურად მოვაგვარებთ მოსახლეობის პრობლემებს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენაკის მერობის კანდიდატი – ვახტანგ გადელია, ნოსირისა და გეჯეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კობა კილასონიასთან, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატ ბეჟან სანაიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულებისა და ქალაქის ამომრჩევლებს შეხვდა.

ვახტანგ გადელიამ მოსახლეობას განვითარების სამომავლო გეგმა და მიზნები გააცნო, მათგან კი დღეს არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

,,ჩვენ ერთად, ქალაქად და სოფლად, ეფექტურად მოვაგვარებთ მოსახლეობის პრობლემებს. ყოველთვის მზად ვიქნები მათი ინტერესების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები