კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად აირჩიეს

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მსოფლიო კონსერვაციის კონგრესის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო, კონგრესებს შორის ინტერსესიურ პერიოდში, კავშირის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს.

„IUCN-ის მსოფლიო კონსერვაციის კონგრესი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში 3-11 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედებების განსაზღვრას. კონგრესზე განსახილველ საკითხებს შორის არის: 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მდგრადი მართვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები