ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში, ამ წუთებში, თავდამსხმელი იმყოფება. შეიარაღებული პირი ბანკში 40 წუთის წინ შეიჭრა და მძევლები ჰყავს აყვანილი. როგორც ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ბანკიდან გამოსვლა მოახერხა, აცხადებს, თავდამსხმელი ხელყუმბარით არის შეაიარაღებული.
“ლიმონკა” ეჭირა ხელში. იარაღი არ დამინახავს, შეფუთული იყო, მწვანე ჟილეტი ეცვა. რომ შემოვარდა, შემეშინდა და გამოვიქეცი. ყვიროდა, გარეთ გადით ყველაო. ზოგი გამოვიპარეთ და მგონი 2 ადამიანი არის შიგნით დარჩენილი”,- ამბობს ბანკის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ, ამ წუთებში, ყვარელში ჭავჭავაძის გამზირზე “საქართველოს ბანკში” თავდამსხმელი იმყოფება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.