POSTV: გახარიამ წყალტუბოში პროპორციულ სიაში ინტერპოლით ძებნილი პირი ჩასვა
გიორგი გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა, – ინფორმაციას “პოსტვ” ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნოდარ ჩირგაძეს გერმანიის ინტერპოლი 2017 წლის შემდეგ ეძებს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ქურდობის ფაქტს, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა.
როგორც “პოსტვ” წერს, ნოდარ ჩირგაძე ადასტურებს, რომ 2016-2017 წლებში გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა, ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფნას უარყოფს.