გაბუნია: მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება არის პრიორიტეტი

“დამატებითი სტიმულები მნიშვნელოვანია და, როგორც იცით, იგეგმება ლატარეის დაწყება ვაქცინირებული პირებისთვის. ვფიქრობ, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის ესეც გარკვეული სტიმული იქნება”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აცრილთა ყოველდღიური რაოდენობა კლებადი არ იყოს.

„გუშინწინ იყო 27 ათასი აცრა, გუშინდელი მონაცემი არის 24 ათასი. კლებადი არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის რაოდენობა. დღეს ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებლად გვჭირდება მხოლოდ მატების ტენდენცია და ის, რომ მივიდეთ 35-40 ათას აცრამდე დღეში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ბევრი მოქალაქე მოვიცვათ მოკლე დროში, მაგრამ მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება არის პრიორიტეტი“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები