გიორგი გახარია “ტელეიმედს” მიმართავს

ყოფილი პრემიერმინისტრი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს.

მიმართვის ტექსტს ექსპრემიერი სოცქსელში ავრცელებს.

“მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არცერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ მოვითხოვ თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!”, – წერს გახარია სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები