“ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, ვაპირებ, შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა, სხვისგან ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, ღირსეული კაცი იქნებოდა?” – იონათამიშვილი გახარიას
“ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ, შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა, სხვისგან ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, ღირსეული კაცი იქნებოდა?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ყოფილი პრემიერისა და პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განმარტებას კახი კალაძესთან შეხვედრის თაობაზე.
დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, ყველაფერი “პიარის ხარჯზე ჩამოიწეროს”.
“არ მგონია, პიარის ხარჯზე ყველაფრის ჩამოწერა შეიძლებოდეს…
გახარიასა და მის თანაპარტიელებთან ერთი კითხვა მაქვს:
ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ, შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა, სხვისგან ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, ღირსეული კაცი იქნებოდა?
ისტორია იტყოდა, რომ ადამიანური და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა, რადგან – კი შემოუძღვა, მაგრამ დილით გააფრთხილა სიმონ I-ო?”, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
