ელენე ხოშტარია: აქტივისტი, რომელმაც შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, 5000 ლარით დააჯარიმეს

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქტივისტი, რომელმაც შადრევანი წითლად შეღება, 5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სოცქსელში წერს.

“უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ, მერიავ”, – წერს სოციალურ ქსელში ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები