ლევან ნიკოლეიშვილი: რემონტი, კოსმეტიკა, ჭრელ-ჭრელი ფერები იცვლება, მაგრამ წამყვანების საგამოძიებო სიუჟეტების პათოსი არა და არ იცვლება მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახია
“ყველას უსმენდნენ, ყველას იწერდნენ, ყველას იჭერდნენ და ახლაც იგივეს გვპირდებიან ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ. უკვე იმდენი ტყუილი, სიცრუე, უვიცობა და დებილობა გაქვთ ნათქვამი, უკვე იმდენი სიბინძურე და ფეიკი გაქვთ გაშვებული”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ტელეკომპანია ,,პირველის’’ მიერ 13 წლის წინ, ნაციონალური მმართველობის პერიოდში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, მართალია ტელევიზიას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს, თუმცა პოლიტიკურად უფრო მიკერძოებულები გახდნენ.
,,ნაცპარტტელევიზიამ და მისმა გუნდმა, როგორც ჩანს ამ ზაფხულს დაისვენა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ კარგად. არ ვიცი სად იყვნენ და ჰაერი გამოიცვალეს თუ არა, სტუდიის კოსმეტიკური რემონტი კი ჩაუტარებიათ, უფრო ჭრელ-ჭრელი ფერები, მაგრამ ფაქტია პოლიტიკურად უფრო მიკერძოებულები გახდნენ, უფრო დაკარგეს მედიის ფორმატი, ოღონდ ძირითადი ხაზი მაინც შეუნარჩუნებიათ. ან რას ელოდა რიგითი მაყურებელი როცა ამ პარტტელევიზიის მთავარი რეჟისორ-სცენარისტ-პროდიუსერ-წამყვანი ისევ „ფილდ კომანდერი“ნოდარ მელაძეა, რომელიც ისევ მისი ბელადისა და კერპის მიშა სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს. რემონტი, კოსმეტიკა, ჭრელ-ჭრელი ფერები იცვლება, მაგრამ წამყვანების საგამოძიებო სიუჟეტების პათოსი არა და არა- არ იცვლება მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, არ იცვლება ფარული ჩანაწერებით კეკლუცობა, არ იცვლება ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა და დაშინება, პანიკა, ტყუილები, შავი ფერები… ყველას უსმენდნენ, ყველას იწერდნენ, ყველას იჭერდნენ და ახლაც იგივეს გვპირდებიან ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ…უკვე იმდენი ტყუილი,სიცრუე, უვიცობა და დებილობა გაქვთ ნათქვამი, უკვე იმდენი სიბინძურე და ფეიკი გაქვთ გაშვებული, დაწყებული „საქართველო-ყაზახეთის საზღვარზე შექმნილი სატვირთოო მანქანების საცობიდან“, კოვიდ ვითარების დეზინფორმაციით გაგრძელებული და ოჯახების პირადი ტრაგედიებით და გვამებით პოლიტიკური სპეკულაციებით დამთავრებული, რომ თქვენი ხალხს აღარაფრის არ სჯერათ ! არც უყვარხართ და ვერასოდეს ვერ დაბრუნდებით! 2 ოქტომბერს კი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოგიტანთ“, – წერს facebook – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.