ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა., – ამის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ დაწერა.
„დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ“, – წერს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი.
Today the Visa Exemption Agreement signed b/w #NorthMacedonia & #Georgia entered into force. A successful start of a new chapter in 🇲🇰- 🇬🇪bilateral relations and step towards further deepening of the overall cooperation.@MFAgovge
— Bujar Osmani (@Bujar_O) September 1, 2021