ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება.

“ტენდენცია არის კლებისა და ეპიდსიტუაციის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ერთი ის, რომ საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, მეორე, ის შეზღუდვები, რაც დაწესდა და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ “ქრონიკასთან” საუბარში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები