მწერალი ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში  მწერალი ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა. „საბასა“ და საგურამოს პრემიების ლაურეატი.  31 აგვისტოს ციროზმა იმსხვერპლა. ინფორმაციას „პოეზიარი ავტორთა წარმოჩენა“ – ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
დაიბადა 1955 წლის 29 იანვარს, თბილისში.
1972 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე სკოლა და, იმავდროულად, მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ნობათში“, 1983 წელს, ხოლო პროზაული დებიუტი შედგა მოთხრობით – „დუბლინელები“, 1986 წლის „მნათობის“ მე-7 ნომერში.
ზურაბ სამადაშვილი 2010-2012 წლებში იყო ლიტერატურული პრემია „გალას“ ჟიურის წევრი.
გამოცემულია მისი 10 პროზაული და პოეტური კრებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები