ამირან გამყრელიძე: არ გადავიხადოთ დიდი სუფრები და ავიცრათ, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დამატებითი შეზღუდვების

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობა თავს შეიკავებს ფართომასშტაბიანი შეკრებების ორგანიზებისგან და აიცრება, დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა არ გაჩნდება.

“აღსრულება ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, ეს კარგია, მაგრამ მაინც ხდება ბევრი დარღვევა. სუფრებს, რომლებიც არის მთავარი რისკფაქტორი და ბუსტერი ამ ინფექციის და ახალი შემთხვევების განვითარების, თავი ავარიდოთ და არ იქნეს გადახდილი არავითარი დიდი შეკრებები და მივიდეთ და ავიცრათ. თუ ყველა გაითავისებს თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დიდი დამატებითი შეზღუდვების”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები