ამირან გამყრელიძე: თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეპიდემიას სერიოზულად გავტეხავთ წელში

“თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა.

„სექტემბერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგვისტოში საშუალოდ გვაქვს 23 000 აცრა. სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს, თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა, დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს, თუმცა, 7-14 დღის მონაცემები, ჯერჯერობით, იმავე ფარგლებშია. შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7000-ით, ინფიცირებულების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს. მომდევნო ორ თვეში ჩვენი მთავარი სიტყვა და მოწოდება უნდა იყოს, რომ „წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები