პენტაგონის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
პენტაგონი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
„ჩვენ შეგვიძლია დავდადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რამდენიმე დაჭრილს კი მკურნალობა უტარდება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამ თავდასხმას რამდენიმე ავღანელი ემსხვერპლა“, – წერია პენტაგონის საგანგებო განცხადებაში.
მათ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. მედია კი ოთხი ამერიკელი სამხედროს დაღუპის შესახებ წერს.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან თავდასხმების სერია ცოტა ხნის წინ მოხდა, რასაც ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.