Agi: ქაბულის აეროპორტში “თალიბებმა” ნატო-ს თვითმფრინავს ცეცხლის გაუხსნეს

იტალიის საჰაერო-სამხედრო ძალების კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც ავღანეთიდან ევაკუაციაში მონაწილეობს, ქაბულის აეროპორტიდან აფრენის დროს ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამომცემლობა – Agi სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და 98 სამოქალაქო პირი იმყოფებოდა.

სროლა, სავარაუდოდ, განხორციელდა მძიმე ავტომატური იარაღისგან. ცეცხლი იყო გახსნილი აეროპორტის გარეთ მდებარე პოზიციიდან ან ახლომდებარე ბორცვიდან.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

​თვითმფრინავი ქუვეითში გაფრინდა, საიდანაც მის მგზავრებს, სხვა ბორტით, იტალიაში გადააფრენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები