ხელოვნების სასახლეში ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა
დღეს ხელოვნების სასახლეში ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორთან დავით ოყუჯავასთან გაიმართა შეხვედრა.
დავით ოყუჯავამ ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მიერ რესტავრირებული უნიკალური ნივთების კოლექცია დაათვალიერა.
„უკვე რესტავრირებულია დადიანების სასახლის კუთვნილი 100-მდე ნივთი, მათ შორის – ხელნაწერები, ფერწერული ტილოები და ქსოვილის ნიმუშები. მოვილაპარაკეთ, რომ უახლოეს მომავალში ზუგდიდში აღნიშნული ნივთების გამოფენა მოვაწყოთ“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.