CDC-ის კვლევა: არავაქცინირებულ ადამიანებს კოვიდჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს

არავაქცინირებულ ადამიანებს კოვიდჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევა ცხადყოფს.

„ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ავტორიზებული ვაქცინები SARS-CoV-2-ის ინფექციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვას უზრუნველყოფდნენ იმ პერიოდში, როდესაც „დელტა“ ვარიანტის გადაცემა იზრდებოდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ „თუ ჯერ აცრილი არ ხართ, თქვენ იმ პირებს შორის ხართ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის“.

23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები