“როიტერი” – ჯო ბაიდენი დაეთანხმა პენტაგონის რეკომენდაციას ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაეთანხმა პენტაგონის რეკომენდაციას ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” წყაროზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, „თალიბების“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესის დასასრულებლად დათქმული ვადის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.

მისივე თქმით, 31 აგვისტომდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ქვეყანა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები