ვლადიმერ პუტინი: რუსეთი არ აპირებს ავღანეთის საკითხში სამხედრო კუთხით ჩართვას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ავღანეთში არსებულ სიტუაციას, მაგრამ არ აპირებს ამ ვითარებაში სამხედრო კუთხით ჩაერთოს.

„რა თქმა უნდა, ის მიდის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, მით უმეტეს ჩვენი შეიარაღებული ძალების კონფლიქტში ჩართვას.

საბჭოთა კავშირს ჰქონდა თავის გამოცდილება ამ ქვეყანაში. ჩვენ საჭირო გაკვეთილები ვისწავლეთ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები