ოთარ ჩოკოშვილი: კორონავირუსის შემთხვევების კლების მოლოდინი ჯერ არ უნდა გვქონდეს
“პრაქტიკულად, ე.წ. პიკი ალბათ არ მიგვიღწევია და ამისი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში შემთხვევები მნიშვნელოვან კლებას დაიწყებს, სამწუხაროდ, ჯერ არ უნდა გვქონდეს”, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მაინც იყოს აცრილი.
“პრაქტიკულად, ე.წ. პიკი ალბათ არ მიგვიღწევია და ამისი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში შემთხვევები მნიშვნელოვან კლებას დაიწყებს, სამწუხაროდ, ჯერ არ უნდა გვქონდეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც ალბათ ვერ გვექნება იმიტომ, რომ შემთხვევების მატება არის მუდმივი, სტაბილურად მაღალი რიცხვები ფიქსირდება და თუ დაიწყებს შემთხვევები კლებას, დღეს აღნიშნული რეგულაციების ფონზე ეს იქნება ძალიან ნელი ტემპით. მოსახლეობის 60%-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი, რომ მნიშვნელოვანი იმუნიტეტი მოგვცეს ამან და ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის დახმარებით ჩვენ შევძლოთ ინფექციური ჯაჭვების მასიური გაწყვეტა”, – აცხადებს ჩოკოშვილი.