საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.

გუშინ, 17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 შემთხვევა გამოვლინდა, 3 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები