საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 432 506.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით.