ამირან სალუქვაძე: მელია “ნაცმოძრაობაში” შიდა რევოლუციას აწყობს, დანარჩენი ოპოზიცია, ყველა კვლევის თანახმად, გაკოტრებულია

“საოცრებები ხდება ოპოზიციაში.
მგონი, მელია ,,ნაცმოძრაობაში,, შიდა რევოლუციას აწყობს.
დანარჩენი ოპოზიცია ყველა კვლევის თანახმად გაკოტრებულია. კანდიდატებს ვერ აყენებენ. წელავენ ბოლო დღემდე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სალუქვაძის თქმით, “ნაცმოძრაობის” მიერ გაჟღერებული ორი საარჩევნო ნომერი, 32 ელენე ხოშტარიასთვის და 5 ნიკა მელიასთვის, ამომრჩევლის დაბნევასა და ორად გახლეჩას გამოიწვევს.

“როდის გაგიგიათ, რომ ენმ ორი ნომრით გამოდიოდა?
ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მერის ბიულეტენში შემოხაზონ “5” ნომერი, ხოლო პარტიული სიით, საკრებულოში, შემოხაზონ ხოშტარიას პარტია, ანუ “32” ნომერი.
ეს გამოიწვევს ,,ნაცმოძრაობის,, ამომრჩევლის ორად გახლეჩას, დაბნევას, დეზორიენტაციას, შიდა კონფლიქტს, საკრებულოს პარტიული სიებში მოხვედრისთვის ბრძოლის გამწვავებას.
თუ ნაცმოძრაობის ამიმრჩევლის ნაწილი შემოხაზავს “32”-ს, თბილისის მასშტაბით ენმ-ის პარტიული რეიტინგი გაქრება.
ბევრი საუბრობს მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე. ხომ არ ამზადებს მელია ხოშტარიას პარტიის სახით სათადარიგო აეროდრომს?”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები