“ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს” – კაია კალასი
“ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ x-ზე წერს.
კალასი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, – წერს კალასი და აღნიშნავს, რომ კვირას ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
