ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს

“პრეზიდენტი ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებთან ერთად მარ-ა-ლაგოდან მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა სიტუაციას. პრეზიდენტმა ტელეფონით პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, ქეროლაინ ლევიტი x-ზე ავრცელებს.

“თავდასხმებამდე, მდივანმა რუბიომ დაურეკა „რვიანი ჯგუფის“ ყველა წევრს კონგრესის ინფორმირების მიზნით და შეძლო რვიდან შვიდი წევრისთვის სიტუაციის გაცნობა.

პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მთელი დღის განმავლობაში კვლავ აქტიურად დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას”, –  წერს ქეროლაინ ლევიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები