“სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ჩვენთან აღარ არის” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
“სულ უფრო მეტი ნიშანია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ჩვენთან აღარ არის”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აიათოლა ალი ხამეინზე საუბრისას განაცხადა, – იტყობინება “ბიბისი“.
ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა და მათ “რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა”.
„მასობრივად გამოდით ქუჩებში და სამუშაო შეასრულეთ. დროა, ისტორიული მისიის შესასრულებლად გაერთიანდეთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.