“დიდი მარხვის პირველი კვირა დღე მართლმადიდებლობის ზეიმის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საყდრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობისა და აღიარების დღეცაა” – საპატრიარქო
“დიდი მარხვის პირველი კვირა დღე მართლმადიდებლობის ზეიმის (ხატთაყვანისცემის) და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საყდრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობისა და აღიარების დღეცაა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით და ქართველ მეცნიერთა თანადგომით 1990 წელს მოხდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.