ყაზახეთი მთავრობის წარმომადგენლებთან ეპშტეინის შესაძლო კავშირებს იძიებს
ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ ადგილობრივ ჩინოვნიკებსა და ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს შორის შესაძლო კავშირების შესახებ გამოძიება დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში დადგინდება შესაძლო კონტაქტები რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან, კარიმ მასიმოვთან.
„როგორც გენერალური პროკურატურა, ასევე სხვა უწყებები, ამ ფაქტებს ამოწმებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გენერალურმა პროკურორმა, ბერიკ ასილოვმა.