ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით საპასუხო იერიში მიიტანა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოგდო. ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ დაცულ ტერიტორიებზე.
ისრაელის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში, ასევე თელ-ავივსა და იერუსალიმში განგაშის სიგნალები ჩაირთო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია.