ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით

“ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით”, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს, – იტყობინება The Times Of Israel-ი.

მათივე ცნობით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო.

„ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები