“ამ დარტყმებში მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ მჭიდრო კონტაქტში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან” – საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო განუწყვეტლივ მოუწოდებენ ირანის რეჟიმს, შეწყვიტოს ირანის ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს რეგიონში და ჩვენს სამშობლოებში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და რეპრესიები”, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციაში მონაწილეობა არც საფრანგეთს, არც გერმანიას და არც გაერთიანებულ სამეფოს არ მიუღია.

“ამ დარტყმებში მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ მჭიდრო კონტაქტში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და პარტნიორებთან რეგიონში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ, ირანის თავდასხმებს რეგიონის ქვეყნებზე. ირანმა განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან თავი უნდა შეიკავოს. ირანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების განახლებისკენ, გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოვუწოდებთ. საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები